პორტფოლიოს გვერდები

Future English მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება/ფასილიტატორი

მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება არის ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის პედაგოგებისთვის, რომელიც  მათ აძლევს მსგავსი პრაქტიკის მქონე კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას, წვდომას ფორუმებზე, რესურსებზე, ვებინარებზე და ხელს უწყობს: 

·   უახლესი ტენდენციების და ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

·        რეფლექსიის უნარების განვითარებას საკლასო მუშაობის შეფასების მიზნით;

·  საკლასო მუშაობისას ახალი კონცეფციების, მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების მოტივაციის გაზრდას;

·  შინაარსობრივი, სანდო და ეფექტური პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარების შესაძლებლობას;

·  გაკვეთილის დაგეგმვისას მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავებას, რაც ეხმიანება „ახალი სკოლის მოდელს“;

·       უფრო ხარისხიან  სწავლა-სწავლებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად  ამ პროექტის ფარგლებში შექმნა პროფესიონალ ფასილიტატორთა გუნდი, რომელიც არა მარტო ამ პროექტის ფარგლებში  უზრუნველყოფს  ონლაინ საზოგადოების აქტიურ და ეფექტურ მუშაობას, არამედ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს პროექტის შემდგომ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროცესში, მსგავსი პროფესიული პრაქტიკის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა  ურთიერთანამშრომლობის კულტურის ზრდას. სწორედ ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ფასილიტატორთა გუნდის აქტიური წევრი 2021 წლიდან დღემდე. წელს საქართველოს მაშტაბით შერჩეული ვართ 30 ფასილიტატორი, რომლებსაც ინდივიდუალურად გვყვავს ინგლისური ენის მაწავლებელთა ჯგუფები. ჩემი, როგორც ფასილიტატორის მიზანია დავეხმარო და ხელი შევუწყო მათ პროფესიულ ზრდას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე,  ვუზრუნველყოფ მასწავლებლების რეგულარულ ონლაინ ჩართვას ახალი იდეების გაზიარებისა და შესაბამისი დისკუსიების პროცესში, პრაქტიკის გაღრმავებასა და კვლევაში, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საწინდარია. 




No comments:

Post a Comment