პორტფოლიოს გვერდები

შექმნილი ან გამოყენებული სასწავლო რესურსი

ქართულისა  და ინგლისურის ინტეგრირებულ გაკვეთილზე გამოყენებული
სასწავლო რესურსი:
https://www.youtube.com/watch?v=MCDK8Vuk8Ww

სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნის და გამოყენების რეფლექსიის კითხვარი
 1. თქვენს მიერ წარდგენილი ციფრული რესურსის სათაური - ,,ტომ სოიერი-მესამე ნაწილი-საგაკვეთილო რესურსი“.
2. რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ციფრული ობიექტი (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელ შედეგზე ან შედეგებზე გადის)?
    მოგეხსენებათ ცნობილია, რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი.მნიშვნელოვანია, არა მარტო რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება.
  ესგ-ს მიხედვით უცხო ენის სწავლება 6 მიმართულებით მიმდინარეობს: წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, კულტურათა დიალოგი, უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენება. თითოეული მიმართულების უკეთ მიღწევაში გვეხმარება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას, დამუშავებას, ანალიზს, უვითარდება დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითი უნარი, ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
    პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი შესასწავლი მასალის მიმართ მაშინ, როცა აღმოაჩენენ თავისთვის რაღაც ახალს, შთამბეჭდავს, როცა მასწავლებელი ქმნის სიტუაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ  გაოცდნენ და ამავდროულად ჩაფიქრდნენ.ასეთი სიტუაციის შექმნაში კი მას ხელს უწყობს  თამაშები, სიმღერები, სპექტაკლები, მულტფილმები და ფილმები.
3. რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შერჩევა/გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის? . ჩემი  მიზანი იყო ინგლისურ ენაზე ნაჩვენებ ფილმში ბავშვებს გაეგოთ ნაცნობი, ქართულ ენაზე უკვე შესწავლილი სიტუაცია და მათი საყვარელი წიგნის გმირები ეკრანზე ენახათ. ამასთანავე, მინდოდა გაკვეთილი  დამეწყო საკმაოდ ორიგინალური ფორმით და   ბავშვებისათვის ფილმის სახით ავთენტური მასალა მიმეწოდებინა.
4. რა დადებითი გავლენა ჰქონდა ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე?
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით უყურებდნენ ფილმს. მათ ამავდროულად ამოიცნეს მასში ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ამით მასწავლებელს უნდოდა განევითარებინა მოსწავლეების სმენის უნარი. იმისათვის, რომ შემემოწმებინა რამდენად გასაგები იყო მოსწავლეებისათვის ნანახი კინოფრაგმენტი ფილმის ბოლოს მასწავლებელმა მოცემული ნაწყვეტის ირგვლივ მოსწავლეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა და მათაც მეტყველების თვალსაზრისით ძალიან კარგი დონე აჩვენეს.
 5. მიღწეული შედეგები:
·         საგაკვეთილო პროცესი გახდა მეტად მრავალფეროვანი და მიმზიდველი;
·         გაიზარდა ინგლისური ენის სწავლისადმი მოტივაცია;
·         კინოფრაგმენტის ჩვენებამ ხელი შეუწყო მოსმენის და აუდირების უნარ-ჩვევების განვითარებას;
·         მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ დამხმარე რესურსის გამოყენებისა და მათი საშუალებით მასალის უკეთ დასწავლის უნარი.
ინტეგრირებულ გაკვეთილზე გამოყენებული ციფრული რესურსის მისამართი:

 სსიპ ზესტაფონის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
ხათუნა მელიქიძე


გამარჯვებული პროექტის შედეგად შექმნილი ფილმის
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ამ ბმულს-

http://www.youtube.com/watch?v=SrY7JESCv5I

http://zestaphoni.com/1295--.html


http://www.argotv.ge/?p=7171

ჩემი ციფრული რესურსები

http://learningapps.org/display?v=pk7f95nvc01

https://learningapps.org/display?v=p6a762evn18

No comments:

Post a Comment