პორტფოლიოს გვერდები

ტრენინგების რეფლექსიები

 ტრენინგის შეფასება

   2013 წლის 15-16 ივლისს გავიარე მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომლის სახელწოდებაა ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარება, თვითშეფასება, კოლეგების ურთიერთშეფასება." ტრენინგი ჩატარდა ქალაქ ზესტაფონში, მოიცავდა ორ მოდულს (10 სთ).
  ტრენინგის მიზანი-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელის შეწყობ
                                    
                          დღის წესრიგი
                    I დღე
 პირველი სესია
·        ურთიერთგაცნობა;
·        ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია;
·        თანამშრომლობის წესების შემუშავება;
·        პიროვნების პროფესიული იდენტიფიკაცია;
·        წარმატებული სკოლის სფეროების კრიტერიუმები;
მეორე სესია
·        მასწავლებელთა პროფესიონალიზმი;
·           სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი,შეფასება  
    და ანალიზი-სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების
       მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
  მესამე სესია
·        მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასება და შეფასება;
·        როგორ მოვახდინოთ შესრულებული სამუშაოს შეფასება,ისე
რომ ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას.

                   II დღე
პირველი სესია
  • როგორ შევუწყოთ ხელი მასწავლებელთა
პროფესიულ განვითარებას?
მეორე სესია
  • პროფესიული განვითარების პრინციპები
წარმატებული სკოლებისათვის;
  • კრიტიკული მეგობარი“;
მესამე სესია
  • პროფესიული განვითარების სქემის განხილვა;
  • კარიერული ზრდის საფეხურები.
  • დღის შეჯამება.
    
   ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია: წარმატებული სკოლის მახასიათებლებმა, მასწავლებელთა პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელმა ფაქტორებმა და ურთიერთსწავლების მოდელებმა. 
    სასურველია მივიღო მეტი ინფორმაცია  სამართლებრივი აქტების შესახებ.
   ტრენინგზე მიღებული ინფორმაციით შევადგენ პედაგოგის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმას, მოსწავლეთა საჭიროებების, მოთხოვნილებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით ესგ-ის შესაბამისად დავგეგმავ და წარვმართავ სასწავლო პროცესს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ ზრდას, მეორე მხრივ, ორიენტირებული იქნება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე.
                 
                                                                                                                
               23ივლისი  2013წ.                                                   ხ. მელიქიძე







                                                           ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი თემაზე: ,,ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა"
1.ჩატარების პერიოდი/თარიღი:
29.07.2013-09.08 2013 30 საათის ხანგრძლივობით.
2.ჩატარების ადგილი:
გაერთიანებული სამეფო,ნოტინჰემი.
3.აქტივობის ორგანიზატორი:
New College Nottingham
4.მიზნობრივი ჯგუფი:
ინგლისური ენის პედაგოგები.
5.აქტივობის მიზანი:  პედაგოგებმა შეისწავლონ და გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში.
 6.აქტივობის დეტალური აღწერა: აღნიშნული კურსი იყო 30 საათიანი. გავეცანით კოლეჯის სწავლებისა და სწავლის სტანდარტებს. ენის ოთხი უნარის:კითხვის, წერის, მოსმენის და ლაპარაკის სხვადასხვა აქტივობებს.ვისაუბრეთ საგაკვეთილო პროცესში ავთენტური მასალის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.განვიხილეთ სასწავლო მიზნების ტიპები და მათი მაგალითები.შევისწავლეთ მართლწერის სწავლების სტრატეგიები.ვიმუშავეთ ინგლისური ენის გაკვეთილების დაგეგმვაზე.მუშაობა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად,წყვილებში და ჯგუფურად. კურსის ბოლო დღეს გაგვაცნეს პრეზენტაციის შექმნის უახლესი მეთოდები.
7.მნიშვნელობის დასაბუთება: ინგლისური ენის მეთოდოლოგიის კურსი მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის.აღსანიშნავია,რომ კურსს უძღვებოდნენ ინგლისელი ლექტორები,თანაც ინგლისში.კურსის დახმარებით გავეცანი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკას,რომელიც დამეხმარება დავგეგმო და ჩავატარო გაკვეთილები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.მიღებულ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს.
ხელმოწერა:ხათუნა მელიქიძე






                                                  ტრენინგის რეფლექსია


ტრენინგი თემაზე ,, თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinning Plus ფარგლებში."
1.ჩატარების პერიდი/ თარიღი
28.10.2013-01.11.2013   
2.ჩატარების ადგილი.
წყალტუბო, სასტუმრო
3.აქტივობის ორგანიზატორი
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
4.მიზნობრივი ჯგუფი.
საჯარო სკოლის პედაგოგები.
5. აქტივობის მიზანი
საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, პედაგოგებმა შეისწავლონ სასწავლო და თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმა და მართვა, პარტნიორების მოძიება  eTwinning Plus პლატფორმაზე.
6. აქტივობის დეტალური აღწერა

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეები გავემგზავრეთ წყალტუბოში და განვთავსდით სასტუმროში. შემდეგ შევიკრიბეთ სააქტო დარბაზში, სადაც ტრენინგის ადმინისტრატორმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და წარადგინა eTwinning Plus-ის პროგრამა. საერთო პრეზენტაციის შემდეგ გავიყავით სამუშაო ჯგუფებად და განვაგრძეთ მუშაობა აუდიტორიებში, სადაც მასწავლებელთა სახლის ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი წარუძღვა ტრენინგს.ვისაუბრეთ პროექტების გამოცდილების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე, გამოვყავით კარგი და ცუდი  მხარეები , დღის ბოლოს შევაჯამეთ გავლილი ტრენინგი და შევავსეთ თვითშფასების დიაგრამა.

მეორე დღეს განვიხილეთ იდეების შეფასება, შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები,იდეების გაზიარების/ გავრცელების გზები და ინსტრუმენტები,საგანმანათლებლო პროექტის დანიშნულება და მაგალითები; საგანმანათლებლო პროექტების ეტაპები, პროექტის ფასილიტატორისა და მონაწილე მასწავლებლის ფუნქციები; პარტნიორთა მოძიების გზები და ფორმები.

მესამე დღეს განვიხილეთ თანამშრომლობითი პროექტები: რა სარგებლობა მოაქვს მოსწავლეებისა და მასწავლებლბისთვის. შევისწავლეთ ევროკავშირის საკვანძო კომპეტენციები და გამოვყავით პროექტის მიზნები; ვისაუბრეთ საფრთხეებზე პროექტზე მუშაობის დროს; რა საშუალებით შეიძლება წარვადგინოთ პროექტი სკოლაში. დღის ბოლოს შევაჯამეთ გავლილი მასალა და შევავსეთ თვითშეფასების ფორმები.

 მეოთხე დღეს შევიკრიბეთ სააქტო დარბაზში და მივიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია eTwinning Plus-ის შესახებ, მოვისმინეთ პროექტის ფარგლებში პოლონეთში ნამყოფი პედაგოგების პრეზენტაციები და გავემგზავრეთ ადგილობრივ სკოლებში კომპიუტერულ ლაბორატორიებში პრაქტიკული სამუშაოსთვის. ვიმუშავეთ eTwinning Plus-ის პორტალზე , დაწვრილებით განვიხილეთ და პრაქტიკულად შევასრულეთ პარტნიორების მოძიების და პროექტში თანამონაწილეობის ხერხები.

ტრენინგი მომდინარეობდა ინტერაქტიული და ჯგუფური მუშაობის ფონზე, გაჯერებული სხვადასხვა სახის პრაქტიკული აქტივობებით.

7.მნიშვნელობის დასაბუთება 
ტრენინგში მონაწილეობა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული 
ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,  დავრწმუნდი სასწავლო პროექტების სასწავლო პროცესში ჩართვის აუცილებლობაში.
 მივხვდირომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნარათა არ შეჩერდეს მისი
 პროფესიული ზრდა - განვითარება.
 ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე სასწავლო პროექტების გამოყენების მნიშვნელობა  თანამედროვე,კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ 
მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ დავგეგმო და ვმართო პროექტები, ასევე ვიპოვო თანამოაზრეები და ჩავერთო საერთაშორისო პროექტეში. აუცილებლედ გავუზიარებ მოღებულ ცოდნას კოლეგებს და დავეხმარები პროექტების განხორციელებაში.
 ხელმოწერა:ხათუნა მელიქიძე


პრეზენტაციის ანგარიში
 2013 წლის 25 ნოემბერს კოლეგებისათვის ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე ,,რა არის eTwinning და eTwinningPlus.'' კოლეგებს გავუზიარე ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება,წარვუდგინე eTwinning პორტალი, მისი მნიშვნელობა. გავაცანიTwinspace და მასზე მუშაობის პრინციპები. პრეზენტაციის დასასრულს კოლეგების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა,რომ  დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტები ჩვენ მოსწავლეებთან ერთად,რაც უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის სასწავლო პროცესს.მე კი,ჩემის მხრივ, მადლობა გადავუხადე დაინტერესებისათვის და დახმარება აღვუთქვი,რომ კონსულტაციას გავუწევდი თანამშრომლობითი პროექტების უკეთ დაგეგმვასა და მართვაში eTwinningPlus ფარგლებში.

ხელმოწერა:ხათუნა მელიქიძე





                             

         25.11.2013წ.პრეზენტაცია თემაზე ,,რა არის eTwinning და eTwinningPlus''   




·         ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები.
·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო მასალა ,,სვანეთი“, ასევე ტრენინგავლილ მასწავლებლების მიერ მომზადებული ვიდეოფაილები. ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდეო - მასალის შექმნის დროს.
·         D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა,  რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Microsoft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Microsoft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker-ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიუტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.



https://docs.google.com/document/d/1XhTNaK0JRmJDUFRziQHjoVlWItt4y4vbciCNmj43u74/



              ტრენინგის რეფლექსია

 ტრენინგის  დასახელება: ინტელის სასწავლო კურსი 
ტრენერი:  გიორგი ხომასურიძე
ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 დღე (36 საათი)
ტრენინგის ჩატარების ადგილისსიპ ქალაქ ზესტაფონის № 7საჯარო სკოლა
ტრენინგის ჩატარების დრო: ოქტომბერ-ნოემბერი 2014.
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის  მიზანი:  
 ტრენინგის  მიზანი იყო   მასწავლებლებს გაეღრმავებინათ   ცოდნა იმის შესახებ , როგორ შექმნან   ეფექტური სასწავლო რესურსები, შეიმუშავონ განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები და რუბრიკები, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში სკოლაში  მაღალი  ხარისხის პროექტების განხორციელებაში . ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებმა უნდა ითანამშრომლონ  კოლეგებთან ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით და აქტიურად იმუშაონ   თავის ვებ-გვერდზე.  
ტრენინგი დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. პირველ დღეს ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზნები.გვესაუბრა ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროექტზე, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს ჩეკლისტი.
     ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო.შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება სპეციალურ პროგრამა ''publisher"-ში.ძალიან მომეწონა ეს პროგრამა და გამოვიყენებ შემდგომში მიზნობრივად
    ვისწავლეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების იდენტიფიცირებაზოგადთემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.ჩემს პროექტს შევუსაბამე კითხვები და გადავიტანე ჩემს გეგმაშიეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყორადგან უფრო ადვილია პროექტზე ამგვარი მუშაობა.
    ავირჩიეთ პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტებიყველა ინსტრუმენტი ძალიან მომეწონამაგრამ ჩემი პროექტისთვის მხოლოდ ორი ავირჩიე.    
    ტრენინგის მეხუთე დღე   საინტერესო იყო და თან რთულიც.                                                                                                   პროექტზე მუშაობისას   მოსწავლე უნდა შეფასდეს მრავალმხრივამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთროგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი შეფასება.
  ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზეტრენერმა გაგვაცნო  შეფასების 
მეთოდები და ამოვირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი.
     ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს, მოვიძიეთ სურათები და მასალები ჩვენი პრეზენტაციისათვის და დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება საკუთარ თემებზე.
    მეშვიდე  დღეს გავიზიარეთ ერთმანეთის მოსწავლეთა პრეზენტაცის ნიმუშები, ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების ნამუშევრები, მივაწოდე მათ ჩემი შენიშვნები და აღვნიშნე ის,რაც კარგი იყო. ტრენერის დახმარებით დავწერე დასკვნა.
    მერვე  დღეს  გავეცანით დიფერენცირებულ სწავლების მეთოდებს და მოუსმინეთ ჩვენ ერთ-ერთ მსმენელს, სპეც. მასწავლებელს, რომელსაც მომზადებული ჰქონდა მეტად საინტერესო პრეზენტაცია სსსმ- შესახებ. ასევე გავეცანით დროის მენეჯმენტს და ჩვენი პროექტის გეგმა გავწერეთ დროში და გავასრულყოფილეთ.
       მეტად საინტერესო იყო ტრენინგის ბოლო დღე. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე და გავასრულყოფილე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
გული მწყდება, ასე მალე რომ დამთავრდა. ტრენინგის ყველა დღე ნაყოფიერი იყო.რაც შეეხება, ჩემს მოლოდინს, ნამდვილად გაამართლა. ყველაფერის გაკეთება შევძელი, რა თქმა უნდა, ტრენერის მხარდაჭერითა და დახმარებით.

ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს  დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვის.  თითოეული ტრენინგი  წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში.  იგი გვეხმარება შევიძინოთ  ახალი,  ორგანიზება გავუკეთოთ არსებულ ცოდნას, ასევე ვითანამშრომლოთ სხვა სკოლების პედაგოგებთან, გავიცნოთ მათი მუშაობის სტილი, აქტივობის ფორმები  და სხვა.  ასე იყო ამ ტრენინგზეც.  ფაქტობრივად, ჩემთვის ყველა, პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხი ამომწურავად გაეცა. ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას.
   ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე. ასევე მოვიწვევ მათ ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე, პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.
 

     10.10.2014.                                                             ხელმოწერა: .მელიქიძე                              


No comments:

Post a Comment