თბილი,
სიყვარულით სავსე თვალებით შემოგყურებენ და გრძნობ, რომ ხარ მასწავლებელი, რომელიც
უყვართ, პატივს სცემენ და აფასებენ. ასეთები არიან ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები.
Xა კლასში არის 22 მოსწავლე. უკვე მეექვსე სასწავლო წელია,
რაც მათი დამრიგებელი ვარ, თითოეული სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი, საინტერესო და
დაუვიწყარია ჩემი და ჩემი მოსწავლეებისათვის.
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ
წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი, ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების
შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება. პერიოდულად ვეკითხები
კლასში
შემსვლელ მასწავლებლებს ჩემი სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების
შესახებ. თვეში ორჯერ გვაქვს კლასის საათი, სადაც განვიხილავთ მათთვის საინტერესო თემებს.
კლასი აქტიურადაა ჩართული საგნობრივ ოლიმპიადებში,
სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებში. აქტიურად ვმონაწილეობთ საქველმოქმედო აქციებში.
ერთობლივად ვესწრებით უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში გამართულ სპექტაკლებს.
თვეში ერთხელ მშობელთა კრებაზე მშობლებს
ვაცნობ შვილის ყოფაქცევას, გაცდენა-დაგვიანებასა და აკადემიურ მოსწრებას. საჭიროების
შემთხვევაში ინდივიდუალურად ვხვდებოდი მშობლებს, ასევე მშობლებთან მქონდა ხშირი სატელეფონო
კავშირი.
სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე
ვწერ მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერილია მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები
აკადემიური და სოციალური კუთხით, მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა
თუ სხვა რაიმე ღონისძიებებში.
2012-13 სასწავლო წლის დასაწყისი
2012-13 სასწავლო წლის ბოლო-ექსკურსია ვარძიაში
2013-14 სასწავლო წლის დასაწყისში Xა კლასში სიით ირიცხებოდა
25 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში 2 მოსწავლე გავიდა სკოლიდან,1 კი გადავიდა ჭიათურის
რაიონში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ასე რომ, სასწავლო
წლის ბოლოს არის 22 მოსწავლე,
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი.ერთობლივად შევიმუშავეთ
წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი,ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების
შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.
კლასი აქტიურადაა ჩართული საგნობრივ ოლიმპიადებში
და სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებში.2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის
ქართული ენის როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს სალომე გუმბერიძემ,ნინო
ნიშნიანიძემ,მარიამ ქურციკიძემ და ნინო ხახიშვილმა. ამათგან მესამე ტურში გადავიდა
ნინო ხახიშვილი, რომელიც მოხვდა საუკეთესო
შედეგების მქონე მოსწავლეების სიაში, რის გამოც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
3 კვირით აგზავნის წყნეთის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, სადაც ადგილობრივი და
უცხოელი მასწავლებლები გაძლიერებულად შეასწავლიან ინგლისურ ენას. კურსის დამთავრების
შემდეგ ყოველი მონაწილე მიიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა
და საზაფხულო სკოლის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერთიფიკატს.
ზემოთ აღნიშნულ საზაფხულო სკოლის მონაწილე 600 მოსწავლიდან 32 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა
და გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში ორი კვირის
ვადით. მოსწავლეების შერჩევა მოხდება ნაკადების მიხედვით (150 მოსწავლიდან-8 მოსწავლე).ინგლისური
ენისა და ისტორიის ოლიმპიადის მეორე ტურში
მონაწილეობა მიიღეს ნინო ხახიშვილმა და სალომე გოგნაძემ ხოლო ნინო ნიშნიანიძემ და სალომე
გუმბერიძემ - ბიოლოგიის მეორე ტურში.ნინო ნიშნიანიძემ მონაწილეობა მიიღო სპორტული ორიენტირების
ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ გარბენში,დაიკავა მესამე ადგილი და სიგელიც დაიმსახურა.
არის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. ასევე წარმატებები აქვს მუსიკაში, მონაწილეობს
მუსიკალური სკოლის მიერ გამართულ კონცერტებში.ნინო ხუსკივაძემ მიიღო ლაურეატის წოდება
მოზარდთა შემოქმედების რესპუბლიკურ ფესტივალში „ბორჯომის ჰანგები“.ასევე მონაწილეობა
მიიღო ერევნის ფესტივალში, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აქტიურად ვმონაწილეობდით საქველმოქმედო
აქციებში. ერთობლივად ვესწარებოდით უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში გამართულ სპექტაკლებს.
ჩავატარე გეგმით გათვალისწინებული მშობალთა
კრებები, სადაც მშობლებს ეტაპობრივად ვაცნობდი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და გაცდენა-დაგვიანების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში
ინდივიდუალურად ვხვდებოდი მშობლებს, მშობლებთან
მქონდა ხშირი სატელეფონო კავშირი.
სასწავლო
წლის ბოლოს მოეწყო ორდღიანი საგანმანათლებლო
ექსკურსია კახეთში,რაც მეტად საინტერესო იყო. ბავშვები გაეცნენ კახეთის ისტორიულ-კულტურულ
ძეგლებს და შეიგრძნეს ამ კუთხის ბუნების სილამაზე.
2013-14 სასწავლო წლის ბოლო
2013-14 სასწავლო წლის ბოლო
ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი თელავში
იყალთოს აკადემია
2014 წლის 28 ნოემბერი
2014 წლის 11 დეკემბერი
პროექტში გამარჯვებული კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ექსკურსიაზე
მარშრუტით ,,ზესტაფონი-ხობი-მარტვილი-ზესტაფონი''
გთავაზობს ბრძანების ამონაწერს.
XIა
კლასის დამრიგებლის მიერ
გაწეული მუშაობის ანგარიში 2014-15 სასწავლო წლის I სემესტრის ბოლოსათვის
2014-15 სასწავლო წლის დასაწყისში XIა კლასში სიით ირიცხებოდა 22 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში არ ყოფილა მოსწავლეთა მოძრაობა.სემესტრი დაამთავრა 22 მოსწავლემ,შეფასებულია 21.გაცდენების გამო არ შეფასდა გორგოძე გიორგი.
2014-15 სასწავლო წლის დასაწყისში XIა კლასში სიით ირიცხებოდა 22 მოსწავლე. სემესტრის განმავლობაში არ ყოფილა მოსწავლეთა მოძრაობა.სემესტრი დაამთავრა 22 მოსწავლემ,შეფასებულია 21.გაცდენების გამო არ შეფასდა გორგოძე გიორგი.
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
გავაცანი
მოსწავლეთა
ქცევის
წესები,
უფლებანი
და
მოვალეობანი.ერთობლივად
შევიმუშავეთ
წლიური
სამუშაო
გეგმა,
მშობელთა
კრებების
განრიგი,ვისაუბრეთ
იმ
მოსალოდნელი
სირთულეების
შესახებ,
რაც
სასწავლო
პროცესში
გვხვდება.
კლასი აქტიურადაა
ჩართული
საგნობრივ
ოლიმპიადებში
და
სხვადასხვა
კონკურსებსა
თუ
ფესტივალებში.2014-2015
სასწავლო
წლის
ეროვნული
ოლიმპიადის
ქართული
ენისა
და
ლიტერატურის
პირველი
ტური
წარმატებით
გაიარეს
და
მეორე
ტურში
გადავიდნენ
ეკა
ალალიძე,სალომე
გოგნაძე,სალომე
გუმბერიძე,ანა სებისკვერაძე,ნინო ნიშნიანიძე,მარიამ
ქურციკიძე,
ნინო
ხახიშვილი,
ნინო
ხუსკივაძე,
სალომე
ჯიქიძე.მათ
შორის სალომე გოგნაძემ და ნინო ხახიშვილმა
წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის ოლიმპიადის სასკოლო ტური და გადავიდნენ მეორე ტურში. ნინო ნიშნიანიძე არის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და ამავე
დროს
ახალგაზრდული
პარლამენტის
წევრი.
ნინო
თეატრალური
სახელოსნოს
სტუდენტია,
ამჟამად
მონაწილეობს
თეატრალურ
ღონისძიებაში,
რომლის
პრემიერაც
გაიმართება
6 იანვარს.ნინო ხუსკივაძე
მღერის
,,არტ-მელოდიის“
გუნდში,
რომელიც
დიდ
წარმატებებს
აღწევს,
აპრილში
მიწვეულნი
არიან
პოლონეთში
გამართულ
ფესტივალზე. ერთობლივად ვესწრებით სპექტაკლებს. კლასმა მონაწილეობა
მიიღო
ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის
გამგეობის
მიერ
გამოცხადებულ
კონკურსში
,,გავიგოთ
მეტი
შორაპნის
ციხეზე“.
კლასის
მოსწავლეებმა
დამრიგებლისა
და
მასწავლებელთა
გუნდის
დახმარებით
გააკეთეს
ვიდეო
რგოლი
სახელწოდებით
,,ჩემი
სვლა“.
კონკურსი
გაიმართა
28 ნოემბერს.მონაწილეობდნენ
რაიონის
სკოლები.
ჟიურის
ერთობლივი
გადაწყვეტილებით
გამარჯვება
ხვდა
ჩემ
კლასს.
გამარჯვებული
კლასი
გამგეობამ
ექსკურსიით
დაგვაჯილდოვა.
ექსკურსიაზე
გავემგზავრეთ
2014 წლის
11 დეკემბერს
და
მოვინახულეთ
ხობისა
და
მარტვილის
მონასტრები. აღნიშნული კონკურსის შესახებ რეპორტაჟი მომზადდა ტელევიზია ,,არგო"-ს ეთერში და მასალები განთავსდა ინტერნეტში.
ჩავატარე გეგმით
გათვალისწინებული
მშობალთა
კრებები,
სადაც
მშობლებს
ეტაპობრივად
ვაცნობდი
მოსწავლეთა
აკადემიური
მოსწრებისა
და
გაცდენა-დაგვიანების
შესახებ.
საჭიროების
შემთხვევაში
ინდივიდუალურად
ვხვდებოდი
მშობლებს,
მშობლებთან
მქონდა
ხშირი
სატელეფონო
კავშირი.
ყოველთვიურად ვატარებდი კლასის
კრებებსა
და
აღმზდელობით
საათებს.
XIა კლასის დამრიგებლის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში
2014-15 სასწავლო წლის ბოლოსათვის
2014-15 სასწავლო წლის დასაწყისში XIა კლასში სიით ირიცხებოდა 22 მოსწავლე.ამათგან ორმა მოსწავლემ: გორგოძე გიორგიმ და ხახიშვილმა ნინომ ექსტერნის წესით დაამთავრა მეთერთმეტე კლასი. გაცდენების გამო რამდენიმე საგანში არ შეფასდა გვრიტაძე თამთა და გოგოლაძე გიორგი.მათ არების გამო ამ საგნების დასაძლევად მოუწევთ ექსტერნის გამოცდების ჩაბარება, რათა დაამთავრონ მეთერთმეტე კლასი.
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი.ერთობლივად შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი,ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.
კლასი აქტიურადაა ჩართული საგნობრივ ოლიმპიადებში და სხვადასხვა კონკურსებსა
თუ ფესტივალებში.2014-15 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის ქართული
ენისა და ლიტერატურის
პირველი ტური წარმატებით გაიარეს და მეორე ტურში
გადავიდნენ ეკა ალალიძე, სალომე გოგნაძე, სალომე გუმბერიძე,ანა სებისკვერაძე,
მარიამ ქურციკიძე, ნინო ხახიშვილი, ნინო ხუსკივაძე,სალომე ჯიქიძე.მათ შორის სალომე გოგნაძემ და ნინო ხახიშვილმა წარმატებით გაიარეს ქართული ენის მეორე და მესამე ტური. ორივე მოსწავლე მოხვდა საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების სიაში, რის გამოც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 3 კვირით აგზავნის წყნეთის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, სადაც ადგილობრივი და უცხოელი მასწავლებლები გაძლიერებულად შეასწავლიან ინგლისურ ენას. კურსის დამთავრების შემდეგ ყოველი მონაწილე მიიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საზაფხულო სკოლის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერთიფიკატს. ზემოთ აღნიშნულ საზაფხულო სკოლის მონაწილე 600 მოსწავლიდან 36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა და გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში ორი კვირის ვადით. მოსწავლეების შერჩევა მოხდება ნაკადების მიხედვით (200 მოსწავლიდან 12-მოსწავლე). ნინო ხახიშვილმა( გეოგრაფიის მასწავლებელ დარეჯან ოდიკაძის დახმარებით) დაამუშავა და გააგზავნა საკონფერენციო თემა მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაზე და II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა; სალომე ჯიქიძემ ( მათემატიკის მასწავლებელ ნარგიზა გოცირიძის ხელმძღვანელობით ) დაამუშავა და გააგზავნა თემა ,, გრაფები“ და სიგელი დაიმსახურა.
ნინო ნიშნიანიძე არის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და ამავე დროს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. ნინო თეატრალური სახელოსნოს სტუდენტია, ხშირად მონაწილეობს თეატრალურ ღონისძიებებში. ნინო ხუსკივაძე მღერის
,,არტ-მელოდიის“ გუნდში, რომელიც დიდ წარმატებებს აღწევს, მაისის თვეში გუნდი მიწვეული იყო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალ
,,მომავლის ვარსკვლავები“, სადაც გუნდს მიანიჭეს ლაურეატის წოდება.
ერთობლივად ვესწრებით ზესტაფონის უ.ჩხეიძის სახელობის თეატრში გამართულ სპექტაკლებს.
კლასმა მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ
კონკურსში,,გავიგოთ მეტი შორაპნის ციხეზე“. კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლისა და მასწავლებელთა გუნდის დახმარებით გააკეთეს ვიდეო რგოლი სახელწოდებით ,,ჩემი სვლა“. კონკურსი გაიმართა 28 ნოემბერს.მონაწილეობდნენ რაიონის სკოლები. ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება ხვდა ჩემ კლასს. გამარჯვებული კლასი გამგეობამ ექსკურსიით დააჯილდოვა. ექსკურსიაზე გავემგზავრეთ 2014 წლის 11დეკემბერს და მოვინახულეთ ხობისა და მარტვილის მონასტრები. აღნიშნული კონკურსის შესახებ რეპორტაჟი მომზადდა ტელევიზია ,,არგო"-ს ეთერში და მასალები განთავსდა ინტერნეტში.
სალომე გოგნაძე წარსდგაგალაქტიონისადმი მიძღვნილი ლექსით ვანში
გამართულ ფესტივალში ,,გალაქტიონობა
2015“ , სადაც სიგელთან ერთად დაუვიწყარი ორი დღე გაატარა ზესტაფონის გამგეობის დაფინანსებით.
ჩავატარე გეგმით გათვალისწინებული მშობელთა კრებები, სადაც მშობლებს ეტაპობრივად ვაცნობდი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და გაცდენა-დაგვიანების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად ვხვდებოდი მშობლებს, მშობლებთან მქონდა ხშირი სატელეფონო კავშირი.
ყოველთვიურად ვატარებდი კლასის კრებებსა და აღმზდელობით საათებს.
XI კლასის მოსწავლეებს წინ საატესტატო გამოცდები ელოდებათ. ძალისხმევას არ იშურებენ მათი მასწავლებლები, რათა ღირსეულად ჩააბარონ გამოსაშვები გამოცდები.იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მოსწავლეები გაამართლებენ ჩვენს მოლოდინებს.
XIა დამრიგებელი: ხ.მელიქიძე
ჩემო ლამაზებო და კარგებო კიდევ ერთი ლამაზი კუთხე მოვიარე და მოვილოცე თქვენთან ერთად.მადლობა უფალს,რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი თქვენს სიყვარულითა და კმაყოფილებით სავსე თვალებს.იმედია, ექსკურსიაზე მიღებულ ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებთ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან.
ReplyDeleteსიყვარულით თქვენი ხათუნა მასწავლებელი
როგორი კარგები ხართ ყველანი. საუკეთესო ექსკურსია იყო თქვენთან ერთად ))
ReplyDeleteრა კარგი დრო გავატარეეთ :* ბედნიერი ვარ თქვენს გვერდით,ძალიან მიყვარხაართ ყველანი :**
ReplyDeleteსაუკეთესო კლასი გვაქვს, ბედნიერი ვარ რომ მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ..
ReplyDeleteმეამაყებით ბავშვებო.. ))