პორტფოლიოს გვერდები

2021 წლიდან განვლილი ტრენინგები

 2021 წლის 2,3,4,5,6,7 ივლისს გავიარე განათლება მდგრადი განვითარების - სწავლებაში

მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა (12 საათი).                                              

ტრენინგმა საშუალება მომცა მდგრადი განვითარება გამეხადა სასწავლო პროგრამის ნაწილი, აღნიშნულ თემაზე დავგეგმო და განვახორციელო აქტივობები, კომპლექსური დავალებები და პროექტები ჩემს მოსწავლეებთან ერთად, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს დაეხმარება აიმაღლონ  ცნებიერება მდგრადობის მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/document/d/1-DH2EUmM3aJkZ6jUJJWsOq2Q9L6p8zjO/edit

პროგრამა eTwinningPlus-ის ფარგლებში განვლილი ტრენინგები:

2021 წლის 22,23,24 ოქტომბერს პროგრამა eTwinningPlus-ის ფარგლებში გავიარე  ტრენინგი: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია.“ 12 საკონტაქტო საათი.

ტრენინგზე განვიხილეთ სასწავლო დისციპლინებში მედიაწიგნიერების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებები, ასევე, მედიაწიგნიერების და სტანდარტის ურთიერთმიმართება და ინფორმაციული განათლების, მედიაწიგნიერების მთავარი პრინციპები. ტრენინგი დაეხმარა მედიაწიგნიერების მნიშვნელობისმისი შესაძლებლობის და საჭიროების გაცნობასა და გააზრებაში. ტრენინგის შემდგომ კიდევ უფრო გავიღრმავე მედიაწიგნიერების უნარი და შეძელი საგაკვეთილო პროცესში მისი ინტეგრირება. ტრენინგის გავლის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე შემდეგი პროექტი. პროექტის ბმულია: პროექტი-უსაფრთხო სივრცე

17,18,19,20,21/03- 2022 წელს გავიარე ტრენინგი - „ციფრული თხრობა eTwinning - ის პროექტებში“ 10 საკონტაქტო საათი. ამ ხუთი დღის განმავლობაში შევისწავლე  სხვადასხვა ინსტრუმენტებში მუშაობა და შევქმენი საინტერესო რესურსები. https://www.visme.co/ - ს ინფოგრაფიკის საშუალებით მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა კულინარიული რეცეპტები. გავეცანი და ჩემს მოსწავლეებსაც გავაცანი  https://www.invisionapp.com/ , რომელიც შესანიშნავი პლატფორმაა ფოტო-ვიდეო მასალის ასატვირთად. მოსწავლეებს ძალიან მომეწონათ https://voicethread.com და https://makebeliefscomix.com , რომლის გამოყენებითაც შექმნეს სახალისო ანიმაციები.

14,15,16,17,18/03-2022 წელს გავიარე ტრენინგი - „ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა სასწავლო პროცესში“ 10 საკონტაქტო საათი.                                                           ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. განვიხილეთ სხვადასხვა კაზუსები, გავეცანით ბავშვთა უფლებებს სასწავლო პროცესში და გავაკეთეთ ტესტი. მიღებული ცოდნას გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან მსგავსი შემთხვევის დროს. 

No comments:

Post a Comment