პორტფოლიოს გვერდები

ინტეგრირებული გაკვეთილი

დღეს 14 მაისს III კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა (მასწავლებელი მარინა ნიქაბაძე) და ინგლისურ ენაში (მასწავლებელი ხათუნა მელიქიძე).გაკვეთილის თემა იყო „მესრის გათეთრება“ მარკ ტვენის ტომ სოიერის მიხედვით.  

14.06.2014წ.

                                       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა




2 comments:

  1. ,,მესრის შეღებვა" ტომ სოიერის თავგადასავალის მიხედვით იყო კომბინირებული გაკვეთილი, რომელიც გვაჩვენა ინგლისური ენის მასწავლებელმა ხათუნა მელიქიძემ და ქართული ენის მასწავლებელმა მარინა ნიქაბაძემ. დავიწყებ იმით, რომ ქალბატონ ხათუნა მელიქიძემ გაკვეთილი დაიწყო საკმაოდ ორიგინალური ფორმით. მან ავთენტური მასალა მიაწოდა ბავშვებს ფილმის სახით.მისი მიზანი იყო უცხოურ ენაზე ნაჩვენებ ფილმში ბავშვებს გაეგოთ ნაცნობი,ქართულ ენაზე უკვე შესწავლილი სიტუაცია.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით უყურებდნენ ფილმს. მათ ამავდროულად ამოიცნეს მასში ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ამით მასწავლებელს უნდოდა განევითარებინა მოსწავლეების სმენის უნარი. შემდეგ მასწავლებელმა მოცემული ნაწყვეტის ირგვლივ მოსწავლეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა და მათაც ძალიან კარგი დონე აჩვენეს მეტყველების თვალსაზრისით.
    ამის შემდეგ, ქალბატონმა მარინა ნიქაბაძემ გააგრძელა იგივე თემა. მან მოსწავლეებს შესთავაზა რამდენიმე დაგეგმილი აქტივობა, რითაც ბავშვებმა გამოავლინეს როგორც გრამატიკული ცოდნა, ასევე წერისა და მეტყველების უნარები. ისინი აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ ექსპრომტად მიწოდებულ აქტივობებში.
    საერთო ჯამში, გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიურობით, მასწავლებლების მიზანი -ეჩვენებინათ თავიანთი მუშაობა და ბავშვების მიღწევები ნამდვილად ბუნებრივად და ხალისიანად იქნა მიღწეული. გაკვეთილი აკმაყოფილებდა დღევანდელ სტანდარტებს.
    დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ როცა ბავშვები გაკვეთილის შეჯამებაზე გადავიდნენ, მასწავლებლის შეკითხვაზე - რა მოეწონათ გაკვეთილში, მათ ერთხმად ანიშნეს, რომ ეს იყო ,,ფილმი“.
    ინგლისური ენის მასწავლებელი: თეა ლაბაძე

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete