პორტფოლიოს გვერდები

პროექტები

1. პროექტის სახელი:ბორჯომი
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს საქართველოს ულამაზეს კუთხეში მდებარე კურორტ ბორჯომის გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ბორჯომის გეოგრაფიულ მდებარეობას,ისტორიას, ღირსშესანიშნავ ადგილებს.შეისწავლიან ბუნებრივ რესურსებს,მის ფლორასა და ფაუნას. მოიძიებენ ინფორმაციას დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებს.შეისწავლიან ბორჯომის რაიონისათვის დამახასიათებელ დიალექტსა და სამზარეულოს.მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიებს ბორჯომის რაიონში.
4. მონაწილეთა ასაკი:12–დან 18–წლამდე.
5. ვადები/ხანგრძლივობა:2013–2014 სასწავლო წლის II  სემესტრი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:მასალის მოძიება ინტერნეტის, დამხმარე ლიტერატურის საშუალებით. ფოტო ალბომის,სლაიდშოუს,ასევე ვებ გალერიის შექმნა,სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.ლექსიკონზე და თარგმანზე მუშაობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნასა და კომპიუტერულ უნარჩვევებს,შედგება შემეცნებითი პრეზენტაციები, შეიქმნება ვებბლოგი,ფოტო ალბომი და სლაიდები.
8. სარგებელი სხვებისთვის:ბორჯომის,როგორც საკურორტო ქალაქის უკეთ გაცნობა,კვლევითი უნარჩვევების გამომუშავება, უცხო ენაზე წერისა და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება. უკეთ შეისწავლიან ბორჯომის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებას. პროექტი დიდ დახმარებას გაუწევს უცხოელ ტურისტებსა და გიდებს.
9. სამუშაო ენა: ქართული,ინგლისური.
10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ხელოვნება, ინფორმაციულსაკომუნიკაციო საფუძვლები.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორი:ხათუნა მელიქიძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა:kh.melikidze.@gmail.com

14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:khmelikidze.@blogspot.com





V კლასის მოსწავლეების მიერ გაკეთებული პროექტი ''It's amazing!''

  

პროექტი ,,ტურისტული ზესტაფონი" 2014-15 სასწ.წელი
პროექტის სანახავად გადადით ამ ლინკზე
http://khatunainteli.blogspot.com/2014/11/blog-post_41.html

No comments:

Post a Comment