პორტფოლიოს გვერდები

რეფლექსია

                     ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
საგნების დასახელება
ქართული+ინგლისური
კლასი
მესამე
გაკვეთილის ჩატარების დრო
14 მაისი, 2015წ.
მონაწილე მასწავლებლები
ქართული-მარინა ნიქაბაძე
ინგლისური-ხათუნა მელიქიძე
გაკვეთილის მიზანი
ქართული ენა
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში მოცემული განწყობილების აღქმა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება, პერსონაჟის დახასიათება, ლიტერატურულ და ფეწერულ ნაწარმოებებს შორის პარალელების გავლება, დამატებითი მასალის მოძიება, შესწავლა სხვადასხვა სტრატეგიებით.
       ინგლისური ენა
მოსწავლემ უნდა შეძლოს გაიგოს ინგლისურ ენაზე მოსმენილი ტექსტის შინაარსი, გადმოსცეს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება ნანახის შესახებ.
რა თემების ინტეგრირება მოხდა?
მარკ ტვენის ,,მესერი“
რა რესურსები იქნა გამოყენებული ან შექმნილი?
-ΙΙΙკლასის ქართული ენის სახელმძღვანელო(ავტორი ვახტანგ როდონაია)
-მაგნიტური დაფა, მარკერი,ცარცი.
-კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
-გამოყენებული ინტერნეტ რესურსი-https://www.youtube.com/watch?v=MCDK8Vuk8Ww
-მარკ ტვენის სურათები.
-,,ტომ სოიერის თავგადასავალი“-ს სხვადასხვა გამოცემა.
რა მეთოდები იქნა გამოყენებული?
გაკვეთილზე ავთენტური მასალის შემოტანა(ამ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე ვიდეო კადრების ჩვენაბა ფილმიდან ,,ტომ სოიერი“), კითხვა-პასუხი, სქემის შედგენა, პირამიდის აგება, პრეზენტაცია, წიგნში მუშაობა და სხვა.
მიღწეული შედეგები
ქართული  ΙΙΙ-2
მოსწავლე სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ, ასახელებს წაკითხულ ტექსტში ასახულ ფაქტებს, მარტივი გამოთქმებით აფასებს ნაწარმოებს,ახასიათებს პერსონაჟებს, მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას.
  ქართული ΙΙΙ-4
მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა,ჩუმად) კითხულობს და იგებს ტექსტს. საუბრობს პერსონაჟთა ურთიერთ დამოკიდებულებაზე. ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან. კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას და განმარტავს მათ.
   ქართული   ΙΙΙ-6
მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
    უცხ. ΙΙΙ-4  მოსწავლე ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ  არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, ილუსტრაცია)
    უცხ. ΙΙΙ-16 მოსწავლე აკვირდება და ამოიცნობს მასალაში მოცემულ კულტურულ თვალსაჩინოებს (ილუსტრაციებში ასახული პერსონაჟები, ცნობილი ადამიანები, ნაგებობები და სხვა)

თვითშეფასება
გაკვეთილის მიზანში ჩანს საგანთაშორისი ინტეგრირება შინაარსების და გამჭოლი უნარ-ჩვევების მიხედვით.გაკვეთილის აქტივობები მიზანთან შესაბამისობაშია, გამოყენებულია შესაბამისი სწავლების სტრატეგიები და მეთოდები.კლასის ორგანიზების ფორმებიც აქტივობებთან შესაბამისია.საკითხების შეჯამების მეთოდები სტანდარტთან შესაბამისობაშია.მისაღწევი მეთოდები ცხადია და შეესაბამება დასახულ მიზანს.
დამსწრე კოლეგის შეფასება
    ,,მესრის შეღებვა" მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალის მიხედვით იყო კომბინირებული გაკვეთილი, რომელიც გვაჩვენა ინგლისური ენის მასწავლებელმა ხათუნა მელიქიძემ და ქართული ენის მასწავლებელმა მარინა ნიქაბაძემ. დავიწყებ იმით, რომ ქალბატონ ხაუნა მელიქიძემ გაკვეთილი დაიწყო საკმაოდ ორიგინალური ფორმით. მან ავენტური მასალა მიაწოდა ბავშვებს  ფილმის სახით.მისი მიზანი იყო უცხოურ ენაზე ნაჩვენებ ფილმში ბავშვებს გაეგოთ ნაცნობი,ქარულ ენაზე უკვე შესწავლილი სიტუაცია.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესი უყურებდნენ ფილმს. მათ ამავდროულად ამოიცნეს მასში ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ამით მასწავლებელს უნდოდა განევითარებინა მოსწავლეების სმენის უნარი. შემდეგ მასწავლებელმა მოცემული ნაწყვეტის ირგვლივ მოსწავლეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა და მათაც ძალიან კარგი დონე აჩვენეს მეტყველების თვალსაზრისით.
  ამის შემდეგ, ქალბატონმა მარინა ნიქაბაძემ გააგრძელა იგივე თემა. მან მოსწავლეებს შესთავაზა რამდენიმე დაგეგმილი აქტივობა, რითაც ბავშვებმა გამოავლინეს როგორც გრამატიკული ცოდნა, ასევე წერისა და მეტყველების უნარები. ისინი აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ ექსპრომტად მიწოდებულ აქტივობებში.
   საერთო ჯამში, გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიურობით, მასწავლებლების მიზანი -ეჩვენებინათ თავიანთი მუშაობა და ბავშვების მიღწევები ნამდვილად ბუნებრივად და ხალისიანად იქნა მიღწეული. გაკვეთილი აკმაყოფილებდა დღევანდელ სტანდარტებს.
  დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ როცა ბავშვები გაკვეთილის შეჯამებაზე გადავიდნენ, მასწავლებლის შეკითხვაზე - რა მოეწონათ გაკვეთილში, მათ ერთხმად ანიშნეს, რომ ეს იყო ,,ფილმი“.
                            
       ინგლისური ენის მასწავლებელი: თეა ლაბაძე
 

დასკვნა

გაკვეთილი  გამოვიდა  საინტერესო, სახალისო, ინტერაქტიური.მოსწავლეები აქტიურად  იყვნენ  ჩართულნი  კითხვა-პასუხში, დისკუსიაში, ჯგუფურ მუშაობაში. ვთვლი, რომ  ყველა  აქტივობა  შეესაბამებოდა  გაკვეთილის  მიზნებს.


სასწავლო პროცესში  ციფრული რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსიის კითხვარი
 1.  ციფრული რესურსის სათაური -“ Find the Past Simple Tense”
 2. რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ციფრული ობიექტი (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელ შედეგზე ან შედეგებზე გადის)?
   მოცემული ციფრული ობიექტი, მოსწავლეებს ეხმარება ნამყო განუსაზღვრელი დროის უკეთ გააზრება-გაგებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხის ცოდნა საჭიროა ნამყო განუსაზღვრელ დროში დაწერილი ტექსტის გასაგებად ან ამ დროში რაიმე ამბის მოსაყოლად.
ესგ-ს მიხედვით - უცხ.VI 29. მოსწავლე იყენებს სტრატეგიებს გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად.
3. რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შერჩევა/გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის?
    თვალსაჩინოებას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო მასალის უკეთ აღქმა-გაგებისათვის, მით უფრო დაბალი კლასის მოსწავლეთათვის.  ისიც გავითვალისწინე, რომ დიდია მოსწავლეთა ინტერესი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი. ბავშვები ხალისით ეცნობიან ციფრულ რესურსებს, ამიტომაც გადავწყვიტე LearningApps.org-ის  საშუალებით შემექმნა და შემეთავაზებინა სხვადასხვა გრამატიკული სავარჯიშოები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს არაწესიერი ზმნების დასწავლა, მითუმეტეს მათი მართლწერა. აღნიშნული ციფრული ობიექტი მასალას უფრო ადვილად აღსაქმელს გახდიდა,   შესასრულებელ სამუშაოს კი სახალისოს.
4. რა დადებითი გავლენა ჰქონდა ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლიპროცესზე?
   დადებითი გავლენა უდავოდ ჰქონდა, რადგან ბავშვები ინტერესით შეხვდნენ სწავლების ახალ ფორმას. მათ შეგნებულად დაისწავლეს არაწესიერი ზმნები და  გულდასმით ცდილობდნენ ტექსტში მოეძებნათ წარსულ დროში მოცემული ყველა ზმნა, რათა მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის და ელექტრონული რესურსის შექებაც დაემსახურებინათ.
5. მიღწეული შედეგები:
ü  სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვის, ისე მასწავლებლისთვის, ვინაიდან ის თვალნათლივ ხედავს თავისი შრომის  დადებით ნაყოფს.
ü  მოსწავლეებმა კარგად გაიგეს რა არის ნამყო განუსაზღვრელი დრო, მიხვდნენ, რომ აუცილებელია არაწესიერი ზმნების ზეპირად დასწავლა, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ.
ü  ჩამოუყალიბდათ ელექტრონული დამხმარე რესურსის გამოყენებისა და მისი საშუალებით მასალის უკეთ დასწავლის უნარი.
ციფრული რესურსის მისამართი:      http://learningapps.org/display?v=pk7f95nvc01



                       ინგლისური ენის პედაგოგი - ხათუნა მელიქიძე


No comments:

Post a Comment